პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს " ნიუ მეჯიქს" 6 წლის ვადით აქვს მიენიჭებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის სტატუსი. ჩვენს კოლეჯში სწავლის საშუალება ექნება ყველა საშუალო განათლების მქონე მოქალაქეს, შემდეგ სპეციალობებზე:
1. ბუღალტერია 2. საექთნო საქმე 3. ფარმაცია (სააფთიაქო) 4. აღმზრდელი 5. საბაჟო საქმე
ხედვა: შპს ნიუ მეჯიქი წარმოადგენს 2028-2029 წლისთვის მაღალი ნდობისა და აღიარების მქონე რეგიონულ მრავალპროფილურ პროფესიულ კოლეჯს, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს პროფესიული განათლებასთან დაკავშირებული სერვისების ფართო სპექტრს.
მისია: შპს ნიუ მეჯიქი მრავალპროფილური პროფესიული კოლეჯია, რომლის მისიაა მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, ხარისხზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; კონკურენტუნარიანი, პროფესიული უნარებით აღჭურვილი სპეციალისტების მომზადება აჭარის რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით; საუკეთესო ადგილობრივ გამოცდილებაზე დაფუძნებული მრავალფეროვანი სერვისების გაწევა; პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა.
ღირებულებები:
ობიექტურობა - კოლეჯის საქმიანობა ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს. კოლეჯის მიერ დადგენილი რეგულაციები და პროცედურები გამორიცხავს კოლეჯის საქმიანობაში ჩართული პირების მიკერძოებულობას.
გამჭვირვალეობა - კოლეჯის საქმიანობაში მოქმედი რეგულაციები და პროცედურები, ასევე ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ არის ცნობილი დაინტერესებული პირებისათვის.
მიუკერძოებლობა - კოლეჯი უზრუნველყოფს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონმდებლობთან და ითვალისწინებს დაინტერესებულ პირთა საუკეთესო ინტერესებს.
თანამშრომლობა - კოლეჯი ღიაა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისთვის, რათა განიხილოს სიახლეები და წინადადებები, განსხვავებული მოსაზრებები პრობლემების გადაჭრის მიზნით.
განვითარება - სისტემატიურად ვაფასებთ კოლეჯის საქმიანობას და ვგეგმავთ განვითარების გზებს პარტნიორებთან ერთად.