კოლეჯ ,,ნიუ მეჯიქსა” და პოლონეთის ,,Lipinski University”-ს შორის პარტნიორული ურთიერთობები იწყება.
პირველი შეხვედრა კოლეჯ ,,ნიუ მეჯიქის” დირექტორმა ლევან ტაკიძემ საქართველოში მყოფ პოლონეთის ,,Lipinski University”-ის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ფშემისლავ შჩეპანჩიკთან გამართა. შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნა გამოთქვეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
კოლეჯი ,,ნიუ მეჯიქი” კურსდამთავრებულებს დაეხმარება Lipinski University”-ში სწავლის გაგრძელებაში, როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრატურის მიმართულებით. საუბარია, იმ სტუდენტებზე ვინც კოლეჯში მეხუთე დონის პროგრამებზე სწავლობდა და აიღო შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
,,Lipinski University” ასევე გახლავთ სტაჟიჩის ასოციაციის (Staszicowskie Association) წევრი. ასოციაცია Erasmus+ პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. სამომავლოდ კოლეჯის მასწავლებლებს, ადმინისტრაციის წევრებს და პროფესიულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა Erasmus+ სასწავლო პროგრამებში ჩართვის.
კოლეჯი ,,ნიუ მეჯიქის” დირექტორი ლევან ტაკიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს 26 მაისს პოლონეთში, ქალაქ კელცეში დაგეგმილ Erasmus+ კვირეულში. მოწვევა ,,ნიუ მეჯიქის“ დირექტორმა ,,Lipinski University“-ს წარმომადგენლისგან მიიღო.
Erasmus+ ის კვირეული კოლეჯისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა გაზარდოს საერთაშორისო შესაძლებლობები, ახალი პარტნიორობის წამოწყებით, რადგან კვირეულში არაერთი ევროპული საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს მონაწილეობას.
ინფორმაცია Lipinski University”-ის შესახებ იპოვით ლინკზე: https://www.lipinski.edu.pl/-
ინფორმაცია Staszicowskie Association-ის შესახებ იპოვით ლინკზე: https://staszicowskie.pl/
New Magic
Apr 11, 2025
კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდა ყაზახეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო ენების აბილაი ხანის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი: ბატონი სალავატ აზერბაევი, რომელიც ასევე გახლავთ მსოფლიო ფონდის ყაზახეთის წარმომადგენელი და რევიზიული კომისიის თავმჯდომარე. მას მასპინძლობა გაუწია კოლეჯის ხელმძღვანელმა და ადმინისტრაციის წევრებმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო პერსპექტივები და თანამშრომლობა კოლეჯ „ნიუ მეჯიქსა“ და ყაზახეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო ენების აბილაი ხანის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ კოლეჯს შორის. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს სტუდენტური გაცვლითი პროგრამების ორგანიზების, მათი დაინტერესებისა და პროფესიული უნარების გაზიარების ხელშეწყობისთვის. ბატონმა სალავატმა მსოფლიო ფონდის სახელით ბატონ ლევან ტაკიძეს გადასცა ანატოლი კონის სახელობის ოქროს მედალი.
New Magic
Mar 26, 2025