,,ნიუ მეჯიქსა” და პოლონეთის ,,Lipinski University”-ის თანამშრომლობა
კოლეჯ ,,ნიუ მეჯიქსა” და პოლონეთის ,,Lipinski University”-ს შორის პარტნიორული ურთიერთობები იწყება.
პირველი შეხვედრა კოლეჯ ,,ნიუ მეჯიქის” დირექტორმა ლევან ტაკიძემ საქართველოში მყოფ პოლონეთის ,,Lipinski University”-ის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ფშემისლავ შჩეპანჩიკთან გამართა. შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნა გამოთქვეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
კოლეჯი ,,ნიუ მეჯიქი” კურსდამთავრებულებს დაეხმარება Lipinski University”-ში სწავლის გაგრძელებაში, როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრატურის მიმართულებით. საუბარია, იმ სტუდენტებზე ვინც კოლეჯში მეხუთე დონის პროგრამებზე სწავლობდა და აიღო შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
,,Lipinski University” ასევე გახლავთ სტაჟიჩის ასოციაციის (Staszicowskie Association) წევრი. ასოციაცია Erasmus+ პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. სამომავლოდ კოლეჯის მასწავლებლებს, ადმინისტრაციის წევრებს და პროფესიულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა Erasmus+ სასწავლო პროგრამებში ჩართვის.
კოლეჯი ,,ნიუ მეჯიქის” დირექტორი ლევან ტაკიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს 26 მაისს პოლონეთში, ქალაქ კელცეში დაგეგმილ Erasmus+ კვირეულში. მოწვევა ,,ნიუ მეჯიქის“ დირექტორმა ,,Lipinski University“-ს წარმომადგენლისგან მიიღო.
Erasmus+ ის კვირეული კოლეჯისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა გაზარდოს საერთაშორისო შესაძლებლობები, ახალი პარტნიორობის წამოწყებით, რადგან კვირეულში არაერთი ევროპული საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს მონაწილეობას.
ინფორმაცია Lipinski University”-ის შესახებ იპოვით ლინკზე: https://www.lipinski.edu.pl/-
ინფორმაცია Staszicowskie Association-ის შესახებ იპოვით ლინკზე: https://staszicowskie.pl/
New Magic
Apr 11, 2025