პროგრამის შესახებ
აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს ადრეულ და სკოლამდელ ასაკშიბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდასა და განვითარებას. ამ მიზნებისთვის აღმზრდელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და განმავითარებელი სააღმზრდელო გარემო და ამ პროცესში შეძლოს ბავშვის ოჯახთან, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს აღმზრდელის პოზიციაზე, ასევე იმუშაოს თვითდასაქმებით, აღმზრდელად.
აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია: ა) ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჰოლისტური განვითარება, მათი ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით; ბ) მრავალფეროვანი, მასტიმულირებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და მართვა; გ) ბავშვის განვითარების ხელსემწყობი სტრატებიების გამოყენება; დ) წარმატებული, უსაფრთხო, მხარდამჭერი სააღმზრდელო გარემოს შექმნა
სწავლის ხანგრძლივობა
2 სასწავლო წელი
შექმნის თარიღი
3/17/2025
განახლების თარიღი
3/17/2025