FlowBite Logo
ნიუ მეჯიქი

საექთნო განათლება

გაიგეთ ჩვენი პროგრამების შესახებ და შემოუერთდით თქვენს სასურველ პროგრამას.

პროგრამის შესახებ

საექთნო განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზანშეწონილობის დასაბუთება საექთნო განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზანშეწონილობის განსაზღვრისას ნიუ მეჯიქმა გაითვალისწინა საქართველოს შრომის ბაზარზე ექთნის პროფესიაზე არსებული მოთხოვნა სხვადასხვა კვლევის საფუძველზე, კერძოდ, სოლიდარობის ქსელის მიერ ჩატარებული კვლევა „ექთნების შრომის პირობები საქართველოში“ (2019), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროფესიათა რეიტინგის კვლევა, სადაც საექთნო საქმის პროფესიონალები მზარდი პროფესიების ჩამონათვალშია მითითებული; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევა, ჯანდაცვის სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება, ასევე თანამედროვე მსოფლიოს ჯანდაცვის კუთხით (ვგულისხმობთ პანდემიას) პროცესის გამოწვევა, რამაც გაზარდა მოთხოვნა კვალიფიციურ, სამედიცინო ცოდნით აღჭურვილ სპეციალიტებზე ამ სფეროში; კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პროგრამის კურსდამთავრებულთა თითქმის 100% დასაქმებულია. სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულია დაწესებულების მატერიალური რესურსი, ასევე კლინიკური მოდულების განმახორციელებელი ობიექტების გამტარიანობა. დაწესებულებას გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები ბათუმის ცენტრალურ მრავალპროფილიან კლინიკებთან. შესაბამისად შპს ნიუ მეჯიქის გადაწყვეტილება განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - საექთნო საქმე მიზანშეწონილად მიგვაჩნია.

პროგრამის დეტალები

სწავლის ხანგრძლივობა

29 თვე

შექმნის თარიღი

3/9/2025

განახლების თარიღი

3/9/2025

FAQS

ხშირად დასმული კითხვები


მზად ხართ შემოუერთდეთ ჩვენსკოლეჯს?
შპს „ ნიუ მეჯიქი“ მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქ. ბათუმში. კოლეჯს ავტორიზაცია 2023 წელს 28 დეკემბერს მიენიჭა და 2024 წლის იანვრიდან პროფესიულმა სასწავლებელმა საქმიანობა დაიწყო. კოლეჯი წარმატებით ახორციელებს მის მთავარ მიზანს, მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად,მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.