პროგრამის შესახებ
სათანადო ცოდნის, კომპეტენციისა და უნარების მქონე ფარმაცევტის მომზადება წარმოადგენს ფარმაცევტული ბიზნესის განვითარების, მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას. ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა კვლევა სათაურით „ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში“,რომელიც განხორციელდა 2016 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართვლოს- Tranparency Inernational Georgia, დაკვეთით (კვლევის ავტორი ნუცა თოხაძე) ; ნაშრომი მომზადდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს sida-ს მხარდაჭერით. ეს ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მეორე კვლევაა, პირველი ჩატარდა 2012 წელს, ამდენად კვლევა კომპეტენტურობის თავლსაზრისით ეჭვს არ იწვევს. გავეცანით კვლევებს („ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში“, რომელიც განხორციელდა 2016 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, Tranparency Inernational Georgia და სხვ.), რომლებიც ცალსახად ითვალისწინებს ფარმაცევტული ბიზნესის განვითარების პერსპექტივებს და მის აუცილებლობას ქართული ეკომნომიკისათვის, ქართული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მედიკამენტების წარმოების განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, რაც სფეროს კომპეტენტური სპეციალისტების ჩართულობას გულისხმობს, ამდენად, ეს კვლევა ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი არგუმენტია. კოლეჯს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები ფარმაცევტულ კომპანიებთან ავერსთან, გოლდფარმასთან და დისფარმასთან, სადაც პრაქტიკულ კომპონენტს გაივლიან პროფესიული სტუდენტები იმ კვალიფიციური სპეციალისტების უშუალო ხელმძღვანელობით, რომლებიც დასაქმებულნი არიან ამ კომპანიის სააფთიაქო ქსელში. გასათვალისწინებელია, ასევე ამ სააფთიაქო ქსელის დამსაქმებელის ინტერესი და მოთხოვნა კვალიფიციური კადრის მიმართ, რომელიც უზრუნვლყოფს აჭარის რეგიონის მოსახლების მომსახურებას, სააფთიაქო სფეროში დასაქმების მიზნით.
სწავლის ხანგრძლივობა
19 თვე
შექმნის თარიღი
3/9/2025
განახლების თარიღი
3/9/2025