კოლეჯ ,,ნიუ მეჯიქსა” და პოლონეთის ,,Lipinski University”-ს შორის თანამშრომლობა
პირველი შეხვედრა კოლეჯ ,,ნიუ მეჯიქის” დირექტორმა ლევან ტაკიძემ საქართველოში მყოფ პოლონეთის ,,Lipinski University”-ის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ფშემისლავ შჩეპანჩიკთან გამართა. შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნა გამოთქვეს და სამომავლო გეგმები დასახეს. კოლეჯი ,,ნიუ მეჯიქი” კურსდამთავრებულებს დაეხმარება Lipinski University”-ში სწავლის გაგრძელებაში, როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრატურის მიმართულებით. საუბარია, იმ სტუდენტებზე ვინც კოლეჯში მეხუთე დონის პროგრამებზე სწავლობდა და აიღო შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ,,Lipinski University” ასევე გახლავთ სტაჟიჩის ასოციაციის (Staszicowskie Association) წევრი. ასოციაცია Erasmus+ პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. სამომავლოდ კოლეჯის მასწავლებლებს, ადმინისტრაციის წევრებს და პროფესიულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა Erasmus+ სასწავლო პროგრამებში ჩართვის.
New Magic
Apr 10, 2025